ზღაპრის ფესტივალი „ცეროდენა“
დებულება
ფესტივალის მიზანი:
ბავშვებში კულტურის
და ესთეტიკური გემოვნების
განვითარება;
თეატრალური, ქორეოგრაფიული
და ვოკალური ხელოვნებისადმი ინტერესის და შემოქმედებითი ინიციატივის ამაღლება;
ბავშვთა შემოქმედების
განვითარება;
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ურთიერთობის გაღრმავების ხელშეწყობა;
საზოგადოების
ყურადღების მიპყრობა ბავშვების
შემოქმედებისკენ;
სკოლების ირგვლივ არსებულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაღრმავება-გაფართოვების ხელშეწყობა.
ფესტივალის ორგანიზატორები:
ფესტივალის ორგანიზატორები:
ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა;
სსიპ
ქალაქ თბილისის №177 საჯარო
სკოლა.
ფესტივალში მონაწილეობის პირობები:
ფესტივალი ჩატარდება 2015 წლის 1,2,3, და 6 აპრილს ქალაქ
თბილისის
#177
საჯარო სკოლაში;
ფესტივალში
მონაწილეობა არის უფასო;
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
გლდანის რაიონის საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი კლასების (I-VI კლასები) მოსწავლეებს;
სკოლა
უფლებამოსილია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ზღაპარი;
ზღაპარი
შეიძლება წარმოდგენილი იქნას ქართულ
და/ან უცხოურ ენაზე;
ზღაპრის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს
20 წუთს;
სკოლიდან
მოწვეულ მაყურებელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ადამიანს;
ფესტივალში მონაწილეობისთვის მსურველებმა, უნდა
წარმოადგინონ განაცხადი დანართის
შესაბამისად - მითითებულ
დროში;
განაცხადების
მიღების დასრულების შემდეგ, სკოლებს დაეგზავნება ფესტივალში მონაწილეობის განრიგი.
ფესტივალის ჟიური:
ფესტივალში მონაწილეებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში
შევლენ:
გლდანის
რაიონის გამგეობა - 1 წევრი;
გლდანი-ნაძალადევის
რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი - 1 წევრი;
სანდრო
ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - 1 წევრი;
კულტურის
საქალაქო სამსახური - 1 წევრი;
ქალაქ
თბილისის #177 საჯარო სკოლა - 1 წევრი;
ნომინაციები:
ფესტივალის
ჟიური ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულებს გამოავლენს
შემდეგ ნომინაციებში:
. საუკეთესო სიუჟეტი;
. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება;
. საუკეთესო დეკორაცია;
. კოსტიუმის საუკეთესო დიზაინი;
. გოგოს როლის საუკეთესო შემსრულებელი;
. ბიჭის როლის საუკეთესო შემსრულებელი;
. ჟიურის სიმპათია.
შეფასების კრიტერიუმები:
. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება;
. საუკეთესო დეკორაცია;
. კოსტიუმის საუკეთესო დიზაინი;
. გოგოს როლის საუკეთესო შემსრულებელი;
. ბიჭის როლის საუკეთესო შემსრულებელი;
. ჟიურის სიმპათია.
შეფასების კრიტერიუმები:
მხატვრული ჩანაფიქრი
და მისი გადაწყვეტა;
შემოქმედებითი ჩანაფიქრის
ორიგინალურობა და საავტორო
ინდივიდუალურობა;
ფორმის და შინაარსის შესაბამისობა;
არტისტიზმი;
სასცენო და სარეჟისორო ოსტატობა;
საავტორო ნამუშევარი.
შედეგების შეჯამება და დაჯილდოვება:
შედეგების შეჯამება და დაჯილდოვება:
ფესტივალში
მონაწილე ჯგუფები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.
ნომინაციებში
გამარჯვებული საუკეთესო ნამუშევრები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა
და გადახედვას არ ექვემდებარება;
ფესტივალის შედეგები
გამოცხადდება 2015 წლის 24 აპრილს დასკვნით ღონისძიებაზე;
ნომინაციაში
- „ჟიურის სიმპათია“ გამარჯვებული გამართავს წარმოდგენას დასკვნით ღონისძიებაზე (ამ
ნომინაციაში გამარჯვებული ინფორმირებული იქნება წინასწარ);
დასკვნითი
ღონისძიება გაიმართება სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე
(მისამართი: ვეკუას ქუჩა #8).
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი
და წარმოადგინონ მისამართზე:
ქ. თბილისი, გლდანი, მე-5 მ
/რ, ქალაქ თბილისის №177 საჯარო
სკოლა (დირექცია)
ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10.00– დან 16.00 საათამდე .
ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10.00– დან 16.00 საათამდე .
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 2015 წ.
17 მარტი, 18:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი - ია ჯერანაშვილი
დანართი
ზღაპრის ფესტივალი - „ცეროდენა“
განაცხადი
სკოლა: ...........................................................
კლასი/კლასები: .......................................
ხელმძღვანელის სახელი, გვარი: ......................................................... ტელეფონი: ...........................
კლასი/კლასები: .......................................
ხელმძღვანელის სახელი, გვარი: ......................................................... ტელეფონი: ...........................
სკოლის მისამართი: .................................................................
საკონტაქტო ელ.ფოსტა: ............................................................
ზღაპრის სახელწოდება: ....................................................................................... ენა: ..........................
ზღაპრის სახელწოდება: ....................................................................................... ენა: ..........................
ზღაპარში მონაწილე მოსწავლის
სახელი,
გვარი – როლი
.
|
No comments:
Post a Comment