Monday, March 18, 2019

სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ ,,არჩევანის“ ინიციატივით 7 მარტს, სკოლის თეატრალურ დარბაზში მოეწყო ფილმის ,,ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება. ჩვენებას დაესწრო ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და მთავარი როლის, ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლის, ნინოს როლის შემსრულებელი ანა წერეთელი. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.





 18 მარტს, სსიპ ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბ "არჩევანის" ინიციატივით, სკოლის დერეფნებში განთავსდა მწვანე ყუთები მაკულატურისთვის. 
გამომცემლობა "პალიტრა L"-თან შეთანხმებით, მაკულატურა გადაიცვლება წიგნებზე, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკის წიგნის ფონდს გაამდიდრებს.





Thursday, September 27, 2018

პედაგოგიური კვლევა -ნინო მოსიაშვილი


,,წერითი მეტყველების უნარის განვითარება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის IV კლასში“

https://drive.google.com/file/d/1CooMp-mFzcLQLnZG3jGEQAM1jTwwfw7i/view?usp=sharing

Saturday, September 22, 2018


ლიტერატურული წრე-,,წიგნიერი“

2018 წლის ოქტომბრიდან სსიპ ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებისათვის იხსნება უფასო ლიტერატურული წრე -,,წიგნიერი“, რომლის მიზანია: წიგნიერების კომპეტენციის განვითარება; წაკითხულის განხილვისა და გააზრების უნარის განვითარება; კითხვის ტექნიკის გაძლიერება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ანალიზის, მსჯელობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება. საწრეო მუშაობისას ვიხელმძღვანელებთ მრავალფეროვანი რესურსებით, გამოვიყენებთ სახალისო აქტივობებს, ვიზუალურ სქემებს, გრაფიკულ ორგანიზატორებსა და საინტერესო მეთოდებს. საწრეო შეხვედრები გაიმართება სამშაბათობით მეექვსე გაკვეთილზე( 13:20-14:05); ხანგძლივობა-45 წუთი. წრის მუშაობას უხელმძღვანელებს: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-ნინო მოსიაშვილი საწრეო მუშაობის პროგრამა იხილეთ დანართში.




საწრეო მუშაობის პროგრამა
ლიტერატურული წრე-,,წიგნიერი“

წრის ხელმძღვანელი: ნინო მოსიაშვილი
სამიზნე ჯგუფი: III კლასის მოსწავლეები
მიზანი: წიგნიერების კომპეტენციის განვითარება-წაკითხულის განხილვისა და გააზრების უნარის განვითარება; კითხვის ტექნიკის გაძლიერება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ანალიზის, მსჯელობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
სასწავლო წელი: 2018-2019

 

განსახილველი საკითხები, გამოყენებული მეთოდები
მიზანი
გამოყენებული რესურსები
თარიღი
1.
ლიტერატურული წრის მუშაობის მიზნებისა და პროგრამის გაცნობა;
გულსაკიდებისა და სამაჯურების დამზადება
მოტივაციის ამაღლება, ლიტერატურის სიყვარულის გაძლიერება
ფერადი საკანცელარიო თიხა
02.10
2.
ბაკურიანული ფათერაკები-დავით ჯავახიშვილი
(ორიენტირებული კითხვა)



თხრობითი ტექსტის უკეთ გააზრება და სიღრმისეულად დამუშავება;
კრიტიკული აზროვნების განვითარება; კითხვების დასმის, ვარაუდების გამოთქმნისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება;
ფორმატი და თაბახის ფურცლები, რომლებზეც გამოსახული იქნება ვარაუდების სქემა
;გმირის რუკა
09.10
3.
ზღაპრის დაწერა
(მეთოდი-ზღაპრის, მოთხრობის ჩარჩო)
შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება; თვითგამოხატვის პროცესის სტიმულირება; წერითი მეტყველების განვითარება.
ფორმატი, რომელზეც გამოსახულია ამბის ჩარჩო, მარკერი, რვეულები, კლმები, ფანქრები
16.10
4.
დეფორმირებული
ტექსტის შევსება;
,,მხიარული ჯამბაზი“
მეთოდი-დაკარგული  დეტალები.

ყურადღებით მოსმენის,დეტალებზე კონცენტრირების, დამახსოვრებისა და მიღებული ინფორმაციის გამოყენების  უნარების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.




ტექსტი-მხიარული ჯამბაზი, დეფორმირებული
ტექსტი ;
გასაფერადებელი-
ჯამბაზი ბუშტებით;
ფერადი ფანქრები







23.10
5.
ციყვის სუპერმარკეტი-ირმა მალაციძე
(მეთოდი-,,დავხატოთ, აღვწეროთ,დავწეროთ“)

წერითი და ზეპირი მეტყველების, შემოქმედებითი და კითხვის უნარების გამომუშავება; ვიზუალური წიგნიერების, ტექსტის ანალიზისა და დეტალებზე კონცენტრირების უნარ-ჩვევების გამომუშავება
ტექსტი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები, რვეული, კალამი
30.10
6.
,,ნუკო“-ნესტან კუპრავა
(გმირის დახასიათება)
ტექსტის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნებისა და ამ დასკვნების შესაბამისი არგუმენტების უნარის განვითარება; ანალიზის და ლოგიკური აზროვნების ტრანსფერული უნარ -ჩვევების განვითარება.
ფორმატზე გამოსახულიკოგნიტური სქემები; სურათი, თაბახის ფურცლეზე დაბეჭდილი ტექსტი და სქემები.
06.11
7.
საჭირო სიტყვების ნუსხა
ლექსიკური მარაგის გამდიდრება; დასახული მიზნის ადეკვატური ინფორმაციის შერჩევისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარება
სურათი, ნივთი, თაბახის ფურცლები
13.11
8.
ფარშავანგი
(მარტივი დარგობრივი ტექსტის შექმნა)
ტექსტიდან ინფორმაციის ამოკრების, გაანალიზებისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება; ინფორმაციის დახარისხებისა და ორგანიზების მიზნით გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება, შემოქმედებითი უნარის განვითარება; ლექსიკური მარაგის შევსება
თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი; ფორმატზე დაბეჭდილი სქემა, მარკერი, რვეული, კალამი
20.11
9.
არეული ამბები
ლოგიკური აზროვნების განვითარება; არგუმენტირება;
სურათები
27.11
10.
,,ძველი კალოში“
(სემანტიკური მატრიცა)
მსჯელობის უნარის განვითარება; გმირის საქციელის შეფასება;
ფორმატზე გამოსახული და თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი სემანტიკური  მატრიცა
04.12
11.
ხელის რუკა
წერითი მეტყველების განვითარება
ხელის რუკა
11.12
12.
კომიქსები
,,ზეიმი სხვენში“-რევაზ ინანიშვილი
წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი, თაბახის ფურცლები, ფანქრები.
18.12
13.
მხატვრული კითხვა
კითხვის ტექნიკის გაძლიერება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება
თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ლექსები.
25.12
14.
,,შემოდგომის სურათი“-ზაქარია ქიტიაშვილი
(ტექსტის(ლექსის აწყობა)
ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათ ურთიერთმიმართებაზე. ნაწარმოების შინაარსისა და განწყობის ამოცნობა. ნაწარმოების სავარაუდო სიუჟეტზე დაფიქრება;ტექსტის გამთლიანებ, კითხვის კოგნიტური, სოციალური და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.
თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი და დაჭრილი ტექსტი; ფორმატები, ფანქრები, წებო, მაკრატელი, ფერადი ფურცლები.
22.01
15.
,,ბეჯითი იუნ სუ“(ჩინური თქმულება)

სიტყვათა კლასიფიკაცია

ლექსიკური მარაგის გამომუშავება; კოგნიტური და ლინგვისტური უნარების განვითარება.
ფორმატები, თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტები
29.01
16.
ხუთი მნიშვნელოვანი კითხვა
-
,,დედაშვილობა“-გოგებაშვილის ,,დედაენიდან“
ტექსტის გაგება-გააზრება;
ინფორმაციის დახარისხება და ლოგიკურად გააზრება;კოგნიტური უნარების განვითარება.
ამბის ჩარჩო, თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი პერსონაჟები
05.02
17.
,,სამი ძმის ამბავი“-ქართული ზღაპრის მიხედვით
(სტრატეგია 1-3 )
ტექსტის სტრუქტურის გაგება-გააზრება;
ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფა, საკვანძო დეტალების ამოცნობა.
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი და სქემები
12.02
18.
ჩემი ფოტოამბავი
ფანტაზიისა და ლოგიკური აზროვნების განვითარება;
ფოტო
19.02
19.
წიგნის ყუთები-,,ნაყინის სახლი“-ჯანი როდარი
შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
კითხვის მოტივაციის ამაღება, წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გავარჯიშება.
ყუთი-ნაყინის სახლი, თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი, ფერადი ფურცლები, წებო, მაკრატელი, ფანქრები, პლასტელინი.
26.02
20.
,,სოფლის მაშენებლები“

აფიშის, წიგნის ყდისა და წიგნის დამზადება

მოსწავლეთა ვიზუალური წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება; სემიოტიკური კომპეტენციის გამომუშავება-განვითარება; ინფორმაციის წარმოდგენა ვიზუალური ელემენტების გამოყენებით; ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება.
ფორმატები, ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, წებო, მაკრატელი, აფიშა
05.03
21.
სიტყვების ჯაჭვი
შემოქმედებითი უნარების განვითარება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
ფერადი ფურცლები, თაბახის ფურცლები, ფანქრები
19.03
22.
ცხელი სკამი

შემოქმედებითი უნარების გამოვლენა; სააზროვნო უნარები განვითარება
ტექსტი
26.03
23.
,,ნადირობის ამბავი“-ჯურხა ნადირაძე

4-2-1

ტექსტის შეჯამების, აზრის მოკლედ, ლაკონურად გადმოცემის უნარების განვითარება-გავარჯიშება.
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი; თაბახის ფურცლები
02.04
24.
რას ცვლის საწყისი წინადადება-,,პატარა ბიჭის წერილი დედას“-რევაზ ინანიშვილი
ტექსტის გაგება-გააზრების, წერის, თანამშრომლობითი მუშაობის უნარ-ჩვევებისა და ლოგიკური, სტრუქტურირებული აზროვნების განვითარება
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი, ფორმატი,მარკერი
16.04
25.
დიორამა-,,დედის იმედი“-შოთა ასანიშვილი
დეტალებზე დაკვირვების, სოციალური უნარებისა და ლოგიკური აზროვნების განვითარება; შემოქმედებითი და წარმოსახვითი აზროვნების გავარჯიშება
მუყაოს ყუთეი, წებო, მაკრატელი, პლასტელინი, ასანთის ჩხირები, ფერადი ქაღალდები
23.04
26.
ურთიერთსწავლე
ბა-ჭიანჭველები
ურთიერთთანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექტი, ბარათები
30.04
27.
oald dalis  `Carli da Sokoladis qarxana~(ლიტერატურული წრის ორი მეცადინეობა)
მსჯელობის, საკუთარი აზრის დასაბუთების განვითარება.
კომპიუტერი, პროექტორი
07.05
28.
საყვარელი ნაწარმოების პრეზენტაცია
პრეზენტაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
ფორმატები,ფერადი ფანქრები
14.05
29.
,,როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას“
(მოლოდინების გზამკვლევი)
მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურება; მოტივაციისა და ინტერესის გაზრდა კითხვის პროცესის მიმართ. წარმოსახვისა და ლოგიკური აზროვნების განვითარება.
ფერადი ფორმატებისგან გაკეთებული დიდი და პატარა სახლები, თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი
21.05
30.
ბრილიანტი
(,,ბრილიანტის“ ლექსის დაწერა)
ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის უნარის განვითარება, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების განვითარება
ფორმატი
28.05
31.
წრის მუშაობის შეჯამება
წრის მუშაობის შეჯამება
ბარათები,
ფერადი ფანქრები
04.06