Monday, April 25, 2016

ზღაპრის ფესტივალი - 2016 (25,26,27 აპრილი)

2016 წლის 25 აპრილს, სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლაში სტარტი აიღო ზღაპრის ფესტივალმა ,,ცეროდენა“. ცეროდენა ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და იმართება სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზატორობით. ფესტივალში მონაწილეებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან:
ლაშა გოგინაშვილი - რეჟისორი
გიგი მიგრიაული - მსახიობი
ამირან ქაჩიბაია - მსახიობი
ეკა ნიკოლეიშვილი - გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენელ
ვასილ ღუნაშვილი - ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის წარმომადგენელი. ფესტივალის ჟიური ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სიუჟეტი, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო დეკორაცია, კოსტიუმის საუკეთესო დიზაინი, გოგოს როლის საუკეთესო შემსრულებელი, ბიჭის როლის საუკეთესო შემსრულებელი, ჟიურის სიმპათია.
ფესტივალის შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 6 მაისს დასკვნით ღონისძიებაზე;
ფესტივალში მონაწილეობენ შემდეგი სკოლები:
1. სსიპ ქალაქ თბილისის N 167 საჯარო სკოლა
2. სკოლა ლიცეუმი ,,ცოდნა“
3. სსიპ ქალაქ თბილისის N 119 საჯარო სკოლა
4. სსიპ ქალაქ თბილისის N 177 საჯარო სკოლა
5. სსიპ ქალაქ თბილისის N 6 საჯარო სკოლა
6. სსიპ ქალაქ თბილისის N 71 საჯარო სკოლა
7. თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია
8. სსიპ ქალაქ თბილისის N 39 საჯარო სკოლა
9. სსიპ ქალაქ თბილისის N 174 საჯარო სკოლა
10. სსიპ ქალაქ თბილისის N 132 საჯარო სკოლა.
დღეს წარმოდგენა გამართა ოთხმა სკოლამ. ესენი არიან: სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლა, სკოლა ლიცეუმი ,,ცოდნა“, სსიპ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ თბილისის N 39 საჯარო სკოლა.ფესტივალი გახსნა სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლამ სპექტაკლით,,ექიმი აიბოლიტი".
ფესტივალს სიტყვით მიესალმა სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის დირექტორი გელა ოდიშელიძე.

No comments:

Post a Comment