Sunday, March 15, 2015

ზღაპრის ფესტივალი „ცეროდენა“

      ესტივალის  ორგანიზატორები :ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა: სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა .
·      ფესტივალი  ჩატარდება  2015  წლის  1,2,3, და 6 აპრილს  ალაქ  თბილისის #177 საჯარო  სკოლაში;ფესტივალში მონაწილეობა არის უფასო;

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გლდანის რაიონის საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი კლასების (I-VI კლასები) მოსწავლეებს;

სკოლა უფლებამოსილია  წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ზღაპარი;

ზღაპარი შეიძლება წარმოდგენილი  იქნას ქართულ  და/ან  უცხოურ ენაზე;

ზღაპრის   ხანგრძლივობა   არ   უნდა   აღემატებოდეს  20  წუთს;

სკოლიდან მოწვეულ მაყურებელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ადამიანს

ფესტივალში  მონაწილეობისთვის მსურველებმა,   უნდა   წარმოადგინონ    განაცხადი  დანართის    შესაბამისად -  მითითებულ   დროში. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, სკოლებს დაეგზავნება ფესტივალში მონაწილეობის    ანრიგი.
 ნომინაციები:

ფესტივალი სჟიური ხმათა უმრავლესობით  გამარჯვებულებს  გამოავლენს  შემდეგ  ნომინაციებში:
  1. საუკეთესო  სიუჟეტი;
 
2. საუკეთესო  მუსიკალური  გაფორმება;
 
3. საუკეთესო  დეკორაცია;
 
4. კოსტიუმის  საუკეთესო   დიზაინი; 
 
5. გოგოს  როლის  საუკეთესო   შემსრულებელი;
 
6. ბიჭის  როლის  საუკეთესო  შემსრულებელი;
 
7. ჟიურის  სიმპათია
 ფესტივალის  შედეგები  გამოცხადდება 2015 წლის  24 აპრილს დასკვნით  ღონისძიებაზე; ნომინაციაში - „ჟიურის სიმპათია“ გამარჯვებული გამართავს წარმოდგენას დასკვნით ღონისძიებაზე   (ამ ნომინაციაში გამარჯვებული ინფორმირებული იქნება წინასწარ); დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული    თეატრის სცენაზე (მისამართი: ვეკუას ქუჩა #8).

მონაწილეობის  მსურველებმა  უნდა  შეავსონ  განაცხადი  და  წარმოადგინონ  მისამართზე: 

ქ. თბილისი,  გლდანი,  მე-5  მ /რ,  ქალაქ თბილისის №177  საჯარო  სკოლა (დირექცია)
ყოველდღე
(შაბათ-კვირის გარდა)  10.00– დან  16.00  საათამდე .

დასაშვებია განაცხადების წარდგენა ელექტრონული ფორმითაც, მისამართზე: cerodena177@yahoo.com

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 2015 წ. 17 მარტი, 18:00 საათი.





No comments:

Post a Comment